NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ამ კრიზისს უპასუხეს, მათ ძლიერად გამოხატეს დახმარება უკრაინის მიმართ, ხოლო რუსეთს მოუწია უპრეცედენტო ფასის გადახდა, - ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში სამიტის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პუტინმა უნდა დაასრულოს ომი უკრაინაში და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას და ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში
„NATO-მ იმოქმედა სწრაფად და იყო ერთიანი. ახლა ალიანსის 100 ათასობით ჯარისკაცია მობილიზებული NATO-ს გარშემო. 100 ათასი ამერიკელი სამხედროა ევროპაში. 40 ათასი ჯარისკაცი კი NATO-ს და ევროპის აღმოსავლეთ ნაწილშია. ისინი გამაგრებული არიან საზღვაო და საჰაერო ძალებით, როგორც ხმელთაშუა ზღვაში ისე ევროპის ჩრდილოეთით. ხვალინდელ სამიტზე კიდევ უფრო ბევრ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის ლიდერები კიდევ უფრო მკაფიოდ გამოთქვამენ თავიანთ აზრს“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
24-25 მარტს ბრიუსელში NATO-ს სამიტი ჩატარდება.